„თვალებში შემომხედე, ბიჭო!“ – მარგველაშვილისა და კობახიძის „შეჩერებული წამი“

ფოტოსურათი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზეა გადაღებული და რომელზეც საქართველოს პირველი და მეორე პირები, ანუ პრეზიდენტი და პარლამენტსი თავმჯდომარე არიან ასახულები, შეიძლება, ასე დავასათაროთ: „თვალებში შემომხედე, ბიჭო!“

ახლა, ვერ გეტყვით, რომელმა რომელი – მარგველშვილმა აიძულა კობახიძე, რომ თვალებში ჩაეხედა თუ პირიქით, მაგრამ ეს, პრინციპში, პირველი „ახლო კონტაქტია“ მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს დაემუქრა, თუ ჭკუით არ იქნება, 2018 წელს პრეზიდენტს არაპირდაპირი გზით ავირჩევთო.

ისე, შეიძლება, „მარგველა“ და „კობახა“ ერთმანეთს სხვა დროსაც ხვდებიან ხოლმე, მაგრამ ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის.

ერთი სიტყვით, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთურთს თვალებში ჩახედეს. ნეტავ, რა დაინახეს და რა იგრძენს? – ამას ჩვენ, რიგითი მოკვდავნი ვერასოდეს გავიგებთ, თუმცა ახლა, თუ ვამტკიცებთ, რომ საქართველო ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა, მაშინ ტრადიციები პარლამენტის თავმჯდომარემაც უნდა დაიცვას და უფროს-უმცროსობის ინსტიტუტს პატივი სცეს, ესე იგი, პრეზიდენტზე ისე არ უნდა ილაპარაკოს, როგორც ლაპარაკობს ხოლმე.

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, პოლიტიკაში პარალელები მოსული „პონტია“. ჰოდა, პოლიტიკურ ალეგორიებს თუ გავყვებით, ბედის ირონიაა, აბა, მაშ, რა ჯანდაბაა, როცა კობახიძე მარგველაშვილს უტევს?!

გაინტერსებთ, ამას რატომ ვამბობთ? რატომ, თქვენი გულისა და, ალბათ, გახსოვთ, ირაკლი კობახიძის მამა, გიორგი კობახიძე ნინო ბურჯანაძის პარტიის სახე იყო. ბურჯანაძესთან კომუნიკაცია თავის დროზე მარგველაშვილსაც ჰქონდა – მის ფონდს ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ ბურჯანაძეს პარტია არ ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

ეს ფოტოსურათიც უკვე ისტორიას ეკუთვნის, ანუ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის თვალებში ჩახედვა შეჩერებული წამის კლასიკური მაგალითია, რომელსაც შთამომავლობა ნახავს.

ასეა თუ ისე, ვერ ვიტყვით, იმ დღეს დიდი შერიგების კონტურები გამოიკვეთაო, თუმცა ფოტოფაქტს ვერსად გავექცევით – პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმანეთს თვალებში ჩახედეს!

 

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშირუსთავი2-ის წილის 91%-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიავისაც ჩემი ხელფასი გალაპარაკებთ-რას წერს ნიკა გვარამია?