თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა.
დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის173-ე მუხლით არიან დაკავებულები.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქე.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა – ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.
როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.















