11.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილთა გამოსახლების გაპროტესტებისას 4 პირი დააკავეს

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია და აღსრულების ბიუროს თანამშრომლები არიან მობილიზებული.

მიტოვებული შენობიდან დევნილების გამოსახლების პროცესი ტარდება, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ადგილობრივების ცნობით, საუბარია დაახლოებით 150 ოჯახზე, რომლებმაც დაპირებული ბინები ვერ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიღალატის კომისიის შეკრებები საბჭოთა “ტროიკისას” ჰგავს – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ამერიკელი მოკლეს, ოჯახმა კი 2 კგ კარტოფილი მიიღო