21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულად გახსნის მოთხოვნით, ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა

თუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულად გახსნის მოთხოვნით, ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარება მოითხოვეს. მათი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, გზა ივნისის ბოლომდე ვერ გაიხსნება, აქედან გამომდინარე, როგორც ისინი ამბობენ, „შეუძლებელია ბარში დარჩენილი მსხვილფეხა საქონლის მთაში წაყვანა“.

ასევე, ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემების წინაშეა ტურისტული ბიზნესი, რადგან უგზოობის გამო გაუქმდა არაერთი ჯავშანი.

გზების მოვლა – პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს ,,სვისკოს“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აცხადებს იმასაც, რომ ზვავები და მეწყრული პროცესები სამუშაოების დასრულებას აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, როგორც წესი, ოქტომბერში იკეტება და მაისში იხსნება, თუმცა, მიმდინარე წელს, უამინდობის გამო, მოქალაქეები ამ დრომდე ვერტმფრენის საშუალებით გადაადგილდებიან.

banner
წინა სტატიაშიმარკ რუტე რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე: ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი
შემდეგი სტატიაინვესტირება უძრავ ქონებაში საქართველოში: ღირს თუ არა ახლა ბინის შეძენა თბილისში