თუშეთში, ალაზნის გადაღმა მმდებარე მიტოვებულ სოფელ დართლოსთან ფეხმტკივანი შველი შენიშნეს, რის შემდეგაც მოქალაქეებისა და რეინჯერთა ჯგუფმა სასწრაფოდ შეკრება და შველის გადარჩენა დაგეგმეს.
ამის შესახებ თავოს გვერდზე სალომე კვარაცხელია წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.
“თუში რეინჯერი ირაკლი ელანიძე და ადგილობრივი ბიჭები არიან მთავარი გადამრჩენლები 👏🏼
…..
აი, ამ წუთას თუშეთში ფეხმოტეხილი შველის გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს 🥹
უყოჩაღესმა Mariam Merebashvili -მა დაინახა ალაზნის გადაღმა, დართლოში, რომ ვერ მოძრაობდა შველიკო და 10 წუთში დააწიოკა მთელი ქვეყანა ))
ცალკე რეინჯერები შევყარეთ, ცალკე გარემოს დაცვა ))
ზოოპარკი მიიღებს გამოჯანმრთელებამდე,
ომალოდან დაიძრა უკვე ვეტი.
რამდენი რამე შეგვიძლია ერთად და როცა გვაცლიან ხოლმე”, – წერს სალომე კვარაცხელია.




















