17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა .

შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 4 ახალგაზრდა კი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მათ მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აქვთ და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში პუტინისა და რუსეთის კრიტიკის გამო მცხოვრები დააკავეს და ბოდიში მოახდევინეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია ნინო წილოსანს: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი