თუშეთის გზაზე ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთის გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა ორი მამაკაცი მოიყოლა.

ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, 44 წლის მამაკაცი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მამაკაცს გულმკერდის ტრავმა აქვს მიღებული. საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა კოპლატაძის განცხადებით, დაზარალებულს უკვე გაეწია სამედიცინო დახმარება და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ახმეტის რაიონის გამგებლის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის განმარტებით, ორივე მამაკაცი თუშეთში მწყემსად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა მწყემსებმა ცხვარი გადარეკეს და უკან დაბრუნებისას, გზის თოვლისგან გაწმენდას ცდილობდნენ.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლულია
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: ესეც ხომ მეჭიაურივით რთული საკითხი არ არის