თუშეთის გზა ამ დრომდე ჩაკეტილია და ვიზიტორებსა და ტურისტებს ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ცხენებით, ზვავზე ქვეითად გადასვლით შეუძლიათ, რაც უსაფრთხო არ არის. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიუხედავად, თუშეთი რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. თუშეთის გზა მაისის ბოლოდან იხსნება მაღალი გამავლობის მქონე საავტომობილო ტრანსპორტისთვის, თუმცა წელს ივნისის პირველი დეკადა ისე გადის, გზა არ გახსნილა. გზის გახსნის მოთხოვნით, რამდენიმე აქციაც ჩატარდა ადგილობრივების მიერ, თუმცა გზა ბოლომდე გაწმენდილი არ არის.
ეს ფოტოები 2 დღის წინ, ფიცისჭალასთან არის გადაღებული.. ასე გამოიყურება თუშეთის გზაზე, ფიცისჭალის და ხოდარკოს ზვავები.
ფოტოებს თუშეთის თემის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.















