32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

თუშეთის დაცული ლანდშაფტი: თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, მდინარეების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია,- ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქ გვერდი თუშეთის დაცული ლანდშაფტი ავრცელებს.

,,აღნიშნული სტიქიური მოვლენების გამო, სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე წყლის ნაკადმა სრულად გამორეცხა საყრდენი, რამაც გზის საფუძვლის მთლიანი ჩამოშლა გამოიწვია. აღნიშნული ხიდი უზრუნველყოფს სოფლების – შენაქოსა და დიკლოს კავშირს სოფელ ომალოსთან, ასევე, ბარის მიმართულებასთან.

თუ იმყოფებით სოფელ შენაქოს ან დიკლოს ტერიტორიაზე, გთხოვთ, დარჩეთ სახლში, საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავოთ ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ საგზაო მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, ვინაიდან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ დინამიკურია.

შექმნილი ვითარების შესახებ ოპერატიულად არის ინფორმირებული ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებებისა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.

ომალო – შენაქო – დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება ” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩვენ კომენტარებს არ ვაკეთებთ, სანამ მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანმა უნდა აგოს პასუხი- ინციდენტში მონაწილე ქალის მეგობარი