თუშეთი მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის ნომინანტია!

საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე
თუშეთის ეროვნულმა პარკმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნიუ იორკ თაიმსმა
მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის 2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამის 24
ნომინანტის ნუსხა დღეს გამოაქვეყნა. მათ შორისაა თუშეთი, რომელიც 250
განაცხადს შორის შერჩეულ იქნა, როგორც მსოფლიოში გამორჩეული კულტურული და
ბუნებრივი საგანძური. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ორი წლის მანძილზე
თუშეთს საგანგებო ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კიდევ
უფრო შეუწყობს ხელს იქ კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარებას და
ადგილობრივი თემის გაძლიერებას.
2020 წლის ზაფხულში თუშეთი უმასპინძლებს ე.წ. ‘მეთვალყურეობის დღეს’,
რომელსაც დიდი საერთაშორისო ხილვადობა ექნება. ამ ღონისძიებას არაერთი
საერთაშორისო ჟურნალისტი დაესწრება.

2020 წლის მეთვალყურეობის პროგრამისთვის სტავროს ნიარქოსისა და ფორდის
ფონდის დახმარებით შეიქმნა მსოფლიო მემკვიდრეობის საგანგებო საინვესტიციო
ფონდი ბიუჯეტით US$ 600.000, რომელიც პროგრამის ნომინანტებს მოხმარდება.
ახალი სტატუსი სავარაუდოდ საშუალებას მისცემს თუშეთს ამ ფონდის მხარდაჭერა
მოიპოვოს თავისი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად და
ადგილობრივი თემის კეთილდღეობის ასამაღლებლად.

https://www.wmf.org/project/tusheti-national-park

 

 

banner
წინა სტატიაში31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატია2021 წელს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატის მუშაობა დროებით გაჩერდება