თურქულმა არმიამ ამბოხების მცდელობაში გამოყენებული ტექნიკა დაითვალა

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში თურქული არმიის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 1,5% მონაწილეობდა.
საერთო ჯამში, ამბოხებაში მონაწილეობა მიიღო 8651 სამხედრო მოსამსახურემ – ამბობენ თავდაცვის სამინისტროში. მათ გამოიყენეს 35 თვითმფრინავი, მათ შორის 24 გამანადგურებელი, 37 ვეტმფრენი, 74 ტანკი და 200 ერთეულზე მეტი ბრინირებული ტექნიკა.

უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულია 246 ადამიანი – მათ შორის არ თვლიან ამბოხებულებს. 2185-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ დაზიანება მიიღო.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის უკვე დაკავებულია, ან თანამდებობიდან დროებით გადაყენებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის 9 ათასი პოლიციელი, 3 ათასი მოსამართლე, 6 ათასი სამხედრო და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგი. დაიხურა 2 ათასზე მეტი ორგანიზაცია.~

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი მთავრობის კანცელარიაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა