თურქული ტანკები სირიაში შევიდნენ

სირიის ტერიტორიაზე, რომლესაც ქურთი ბოევიკები აკონტროლებენ, თურქული ტანკები შევიდნენ – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს კორესპონდენტის ინფორმაციით, სირიაში მიმავალი მინიმუმ 6 ტანკი დაითვალა. მან ასევე საარტილერიო სროლებსა და ავიადარტყმებზე ისაუბრა.
თურქეთის ლიდერის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, რომელიც დღეს დილით დაიწყო ანკარამ, პირველ ყოვლისა, იქითკენ არის მიმართული, რომ სირია-თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოება გაიზარდოს. ავიადარტყმები განხორციელდება “ისლამური სახელმწიფოს” და ქურთების პოზიციებზე, რომელსაც თურქეთი, ასევე ტერორისტებად მიიჩნევს.
მიმდინარე მომენტში სირიის ტერიტორიაზე თურქეთის სატანკო დანაყოფის გარდა თურქული სპეცრაზმიც იბრძვის. მათ ჰაერიდან მხარს კოალიციის ავიაცია დაუჭერს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიდემურ სტურუას ოჯახის წევრების თქმით, გამომძიებელმა ექსპერტიზის პასუხების გამოსაქვეყნებლად ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა
შემდეგი სტატიათურქ სამხედროებს სირიაში ჰაერიდან აშშ დაიცავს