თურქული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „არჩელიკი“ „ვირპულისა“ და „ინდეზიტის“ რუსულ აქტივებს ყიდულობს

თურქული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია „არჩელიკი“ „ვირპულისა“ და „ინდეზიტის“ რუსულ აქტივებს ყიდულობს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ინდეზიტ ინთერნეიშენალთან“ და „ვირპულ რუსთან“, რომლებიც მუშაობენ რუსეთში, კირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ბელარუსში და მონღოლეთში, წილების შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

შეთანხმების თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს ზედა ზღვარს, რომელიც დაახლოებით 220 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა „სტინოლის“ ბრენდისა, რომელიც გადაეცემა შეძენილ კომპანიებთან ერთად, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში გამოყენებული იქნება ბრენდები „ინდეზიტი“ და „ჰოთფოინთი.“

შესყიდვას დაქვემდებარებულ კომპანიებს აქვთ საწარმოო ობიექტები, რომელთა საერთო სიმძლავრეა 2.8 მილიონი ერთეული, სადაც იწარმოება მაცივრები და სარეცხი მანქანები და ჰყავთ დაახლოებით 2 500 თანამშრომელი.

banner
წინა სტატიაშითუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება – ნიკოლოზ სააკაშვილი
შემდეგი სტატიარუსეთი ტერორიზმის სპონსორად უნდა იყოს აღიარებული – ზელენსკი