“თურქული პროდუქციის აკრძალვამ საქართველო და სხვა ქვეყნები გაახარა”

პროდუქტებზე ფასი გაიზარდა

“როსსელხოზნადზორის” ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თურქეთიდან ბოსტნეულის და ხილის შეტანა აკრძალა, ქვეყანაში ამ პროდუქტებზე დეფიციტი არ შეიქმნება, რადგან რუსეთმა თავადაც გაზარდა ხილ-ბოსტნის მოყვანა ჩრდილოეთ, კავკასიაში, ყუბანში, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლექბში.
ამასთანავე, როგორც “როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი აცხადებს, თურქული პროდუქციის აკრძალვამ რუსეთის მეზობელი ქვეყნები გაახარა:

„ხილთან და ბოსტნეულთან დაკავშირებულმა სიახლემ ცხადად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: კავსასიის ქვეყნები, სომხეთი, ძალიან პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს საქართველო, აზერბაიჯანი, ამასთანავე თავისი პროდუქციის მოწოდების გასაზრდელად მზადაა ირანიც“- განაცხადა ალექსეენკომ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია