17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

თურქული მედია – შავ ზღვაში, თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

თურქული მედიის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის მახლობლად თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის საზღვაო საქმეთა სამმართველოს განცხადებით, სატვირთო გემ „ნადეჟდაზე“ დრონებით იერიში ნოვოროსიისკის მახლობლად განხორციელდა.

დრონებით იერიშის შემდეგ გემზე ხანძარი გაჩნდა. კამერუნის დროშის ქვეშ მცურავი გემი ნოვოროსიისკიდან სამსუნის პორტში მიცურავდა.

გემის ეკიპაჟის 22 წევრის ევაკუაცია ნოვოროსიისკის პორტში განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს მიესალმებოდნენ
შემდეგი სტატიამასუდ პეზეშკიანი: ირანი დაიცავს თავის ტერიტორიას, მაგრამ ომის გაგრძელებისა და გაფართოებისკენ არ მიისწრაფვის