თურქული მედია – 20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება სამეთაურო ცენტრის წყალობით, რომლის შექმნა სტამბოლში იგეგმება

20 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი იქნება სამეთაურო ცენტრის წყალობით, რომლის შექმნა სტამბოლში იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, ანკარის ინტენსიური მრავალმხრივი დიპლომატიის შედეგად, გაერო-ს ეგიდით მომზადდა საგზაო რუკა გლობალური სასურსათო კრიზისის გადასაჭრელად.

მათივე ინფორმაციით, საგზაო რუკის დეტალები უახლოეს დღეებში განიხილება შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს ოფიციალური პირების მონაწილეობით. ოთხმხრივ შეხვედრაზე შეფასდება ისეთი საკითხები, როგორიცაა გემების მარშრუტი, დაზღვევა და უსაფრთხოება და განსაკუთრებით რეგიონის საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდა.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, პუტინი და ზელენსკი დადებითად უყურებდნენ თანამშრომლობას „მარცვლეულის დერეფნის“ შექმნაზე.

banner
წინა სტატიაშიგალიფ ოზთურქი – სიკეთის გარდა, არაფერი მიკეთებია, ბრალდებას არ ვეთანხმები
შემდეგი სტატიაჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში – პრეზიდენტი