თურქულ უნივერსიტეტში სროლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში არსებულ ილდირიმის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის დროს 4 ადამიანი დაიღუპა, აცხადებს თურქული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტში თავდასხმა სამეცნიერო თანამშრომელმა მოაწყო, ხოლო დაღუპულები დეკანი, მისი მოადგილე და ორი თანაშემწე არიან.
პოლიციამ უკვე შესძლო მკვლელობაში  ეჭვმიტანილის  დაკავება. დანაშაულის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიარუსულ ბანკს Android ვირუსი უტევს