თურქთის პრემიერის ინფორმაციით თვითმკვლელი-ტერორისტი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო

თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, პირი რომელმაც სტამბოლის ცენტრში თავი აიფეთქა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახლმწიფოს” წევრი იყო.

როგორც დავუთოღლუმ აღნიშნა, თვითმკვლელი-ტერორისტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

“ჩვენ ვიცით, რომ ამ ტერაქტის განმახორციელებელი იყო უცხოელი, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ამ დაჯგუფების წინააღმდეგ”, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში ძლიერი აფეთქება ადგილობრივი დროით 10:20 საათზე მოხდა. თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი სულთანახმეტის ისტორიულ რაიონში აიფეთქა, სადაც ტურისტებიც იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით დაღუპულთაგან 9 ადამიანი გერმანიის მოქალაქეა

banner
წინა სტატიაშიბრიტანული როკის ლეგენდა დევიდ ბოუი (foto)
შემდეგი სტატიაერდოღანის განცხადებით, სტამბოლის ცენტრში თავი სირიელმა ტერორისტმა აიფეთქა