თურქმა სამხედროებმა სირიის საზღვართან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

თურქმა სამხედროებმა ქალაქ კობანის ქურთ მოსახლეობას, რომლებმაც საპროტესტო აქცია ჩაატარეს დღეს, ცეცხლი გაუხსნეს – დღეს სააგენტო “ფირატი” იტყობინება. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 17 წლის ახალგაზრდა, 40-მდე დაჭრილია.
დემონსტრანტებმა თურქეთის მთავრობისგან ქვეყნების საზღვარზე კედლის მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. საპასუხოდ, აქტივისტების წინააღმდეგ ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ცეცხლი გაუხსნეს.

banner
წინა სტატიაშიკარიმოვთან გამოსამშვიდობებლად საბიუჯეტო ორგანიზაციებს დასწრება დაევალათ
შემდეგი სტატიაუნგრეთის პოლიცია 3 ათასი ადამიანის დასაქმებას აპირებს