თურქმა სამხედროებმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” 18 ბოევიკი მოკლეს

2თურქმა სამხედროებმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” 18 ბოევიკი მოკლეს – “ბიბისი” თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეტაკებისას ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. თურქეთის საჰაერო სამხედრო ძალების თვითმფრინავებმა ტერორისტების იარაღების საწყობი და ადმინისტრაციული შენობაც გაანადგურეს.

ოპერაცია “ევფრატის ფარი” თურქეთმა 24 აგვისტოს დაიწყო. პრეზიდენტ ერდორანის განცხადებით, ოპერაციის მიზანია სირია-თურქეთის საზღვრის ტერორისტებისგან გაწმენდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ელჩი: ჩვენ ვგმობთ ძალადაობას
შემდეგი სტატიაპუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით სმარტფონები გამოუშვეს