თურქმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს. სპეცოპერაცია ანტალიაში ჩატარდა.

დაკავებულია პირი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოში ახალ წევრებს იბირებდა და პარიზში სამიზნე ადგილებს სწავლობდა. ის ბელგიის მოქალაქე, წარმოშობით მაროკოელი, 26 წლის აჰმეტ დაჰმანი აღმოჩნდა.

ეჭვმიტანილი ანტალიის ერთ–ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აიყვანეს.

სამართალდამცველებმა სასტუმროს მახლობლად კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, დაჰმანის საზღვრის უსაფრთხო გადაკვეთაში უნდა დახმარებოდნენ. ორივე მათგანი სირიის მოქალაქეა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ დენის უკანონო გაძვირებასთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნა
შემდეგი სტატიაბერნარდ კუშნერი საქართველოს მთავრობას ჯანდაცვაში გატარებული რეფორმებისთვის მადლობას უხდის