თურქმა მინისტრმა გერმანიას “ღუმელებში დამწვარი ებრაელები” შეახსენა

თურქმა მინისტრმა გერმანიას

ministriთურქეთს იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა, გერმანიის ბუნდესტაგის რეზოლუციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც თურქეთის მიერ სომხების გენოციდი აღიარეს, ჰოლოკოსტი გაიხსენა, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ მოაწყო – ადგილობრივი მედია წერს.
“თვითონ თავის დროზე ებრაელებს ღუმელებში წვავდნენ, ახლა კი თურქ ხალხს ცილს სწამებენ. იქნებ უკეთესია, დასაწყისისთვის, ჯერ საკუთარ ისტორიას გადახედოთ” – განაცხადა მინისტრმა. მან თქვა, რომ სომხების გენოციდი არის ცილისწამება, მიმართული თურქი ხალხისა და ქვეყნისადმი. “ჩვენ არაფრის გვრცხვენია. ჩვენს ისტორიაში შავი ლაქები არ არის, რომლის გამოც შეგვიძლია თავი დაბლა დავწიოთ” – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გერმანიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ სომხების გენოციდს აღიარებს.

banner
წინა სტატიაშირადაში ეჭვობენ, რომ სავჩენკო კრემლის დაკვეთით გადატრიალებას აპირებს
შემდეგი სტატიასტამბულში გერმანიის საკონსულო გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის