თურქმა დეპუტატებმა რუსეთთან გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს

210 მომხრე და 7 წინააღმდეგი – თურქმა დეპუტატებმა რუსეთთან გაზსადენის მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. ე.წ. “თურქული ნაკადის” საკითხი თურქეთის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიამ დაამტკიცა.

6 დეკმებერს თურქეთის პრემიერს მოსკოვში ელოდებიან, სადაც ბინალი ილდირიმი ვლადიმერ პუტინთან და დიმიტრი მედვედევთან საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს.

“თურქული ნაკადის” პროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების გამო შეწყდა. თუმცა უკვე დღეს “გაზპრომში” აცხადებენ, რომ “თურქული ნაკადი” რუსული გაზის ევროპაში მიწოდების ერთადერთი მარშრუტი უნდა გახდეს.

“თურქული ნაკადი” ე.წ. “სამხრეთის ნაკადის” ალტერნატივაა, რომელსაც ევროპისთვის ბუნებრივი აირი უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდებინა, თუმცა იგი ევროკავშირმა დაბლოკა

banner
წინა სტატიაშინარდევანი–ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასოფელ აწყურთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა