27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

თურქი ჟურნალისტი – “ბეშიქთაშის” პრეზიდენტი დავითაშვილთან მოსალაპარაკებლად საქართველოში გაემგზავრება

„ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი საქართველოში გაემგზავრება და ზურიკო დავითაშვილს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად პირადად შეხვდება – ამის შესახებ “პირველი არხის” ცნობით,  ინფორმაციას სტამბოლის კლუბთან დაახლოებული თურქი ჟურნალისტი აიდის ქერემი ავრცელებს.

„ექსკლუზივი – ზურიკო დავითაშვილი შვებულებას სამშობლოში ატარებს. „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი, ონდერ ოზენი ერთად უახლოეს მომავალში დავითაშვილთან შესახვედრად საქართველოში გამგზავრებას გეგმავს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბის, „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერში დაახლოებით 15 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. თუმცა, დავითაშვილის პრიორიტეტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში თამაშია. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები“, – წერს თურქი ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვაში რუსეთის ელჩი: საქართველომ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური პოზიცია შეცვალა და ახლა პრივილეგიით სარგებლობს
შემდეგი სტატიატრამპი: ირანმა ლიბანში თავისი “პროქსი ძალები” უნდა შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ