თურქი პროკურორები ფეთჰულა გიულენისთვის თითქმის 3 ათას წლიან პატიმრობას ითხოვენ

თურქი პროკურორები ფეთჰულა გიულენისთვის სასჯელად, თითქმის სამი ათას წლიანი პატიმრობას და ჯარიმის სახით 221 მილიონ თურქული ლირას ითხოვენ.

ბრალი თურქ მილიონერს გასულ წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობაში ედება. სულ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 22 საქმეა აღძრული და სასჯელის ამგვარი რაოდენობაც შეკრებითობის პრინციპით არის დაანგარიშებული.

თურქეთში ერთი წლის განმავლობაში მასთან კავშირში მყოფი ათასობით ადამიანი დააკავეს. თავად გიულენი კი, შეერთებულ შტატებს აფარებს თავს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ზუგდიდში სტუდენტებთან იმსჯელა
შემდეგი სტატიასაზოგადოებას უნდა ქონდეს ბერკეტი არჩევნების გზით ჩაანაცვლოს ის პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ვერ ახერხებს- აბესაძე