თურქი მინისტრი ევროპას წმინდა ომს პირდება

ევროპაში მალე წმინდა ომი დაიწყება – ასეთი განცხადება გააკეთა დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების კომენტირებისას – Hurriyet Daily News-ი ავრცელებს.
“თუკი უმეტეს პარტიას გადახედავთ, ნახავთ, რომ არაფერი განსხვავება არ არის სოციალ-დემოკრატებსა და ფაშისტ ვილდერსონს შორის. ყველას აზრების ერთნაირი მსვლელობა აქვთ. სად მიდიხართ? სად მიგყავთ ევროპა? თქვენ ევროპას უფსკრულისკენ ექაჩებით. იქ მალე წმინდა ომები დაიწყება” – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
არჩევნების შედეგებით, რომელიც გუშინ ჩატარდა ნიდერლანდებში, მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა, მეორე ადგილი აიღო მემარჯვენე ვილდერსონის პარტიამ, რომელიც მიგრაციისა და მუსლიმების წინააღმდეგ გამოდის. ამავე დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა თქვა, რომ ევროპა “მიგრანტებისა და მუსლიმების შიშში ჩაიხრჩობა”, მან აღნიშნა, რომ “ფაშიზმის საფრთხე ევროპის ქუჩებში ვრცელდება” და ევროკავშირს ქსენოფობიაში დასდო ბრალი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი კიევისგან დონბასის ბლოკადის გამო ახსნა-განმარტებებს ითხოვს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: უჩა მამაცაშვილის შუამავალი გარიგებას მთავაზობდა