თურქი არქეოლოგები თვლიან, რომ აღმოაჩინეს წმ. ნიკოლოზის სამარხი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 5, 2017 01:22

თურქი არქეოლოგები თვლიან, რომ აღმოაჩინეს წმ. ნიკოლოზის  სამარხი

თურქი არქეოლოგები თვლიან, რომ აღმოაჩინეს წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი სამარხი. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი “The Guardian”. გაზეთის თანახმად, ანტალიის ოლქის ქალაქ დემრეში რადარებით სკანირება ჩაუტარდა ერთ-ერთი უძველესი ტაძრის ნანგრევებს, რის შედეგად იატაკის ქვეშ აღმოჩენილ იქნა “სიცარიელე”. თურქი არქეოლოგები თვლიან, რომ სწორედ აქ არის წმინდა ნიკოლოზის სამარხი. იატაკის დემონტაჟი ჯერ არ იგეგმება, რადგან იგი უძველესი მოზაიკით არის დაფარული და შესაძლებელია განადგურდეს.
ერთ-ერთი ჰიპოტეზის თანახმად, წმინდა ნიკოლოზი დაკრძალეს ქალაქ დემრეს ერთ-ერთ ეკლესიაში. ეს მოხდა 343 წელს. მე-11 საუკუნეში ვაჭრებმა უკანონოდ გადაიტანეს წმინდა ნიკოლოზის ნეშტი ქალაქ ბარიში (იტალია). თუმცა თურქი არქეოლიგები ვარაუდობენ, რომ იმ დროს მოხდა ნეშტის ჩანაცვლება უცნობი სასულიერი პირის ნეშტით და ამის შესახებ ვაჭრებმა ვერაფერი გაიგეს. ასე რომ, წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი ნეშტი სწორედ დემრეშია, ამტკიცებენ თურქი არქეოლოგები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 5, 2017 01:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,664
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics