თურქეთის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ.
ოფიციალური პირების თქმით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ზურგჩანთით შეიტანა, ორ საკლასო ოთახში შევიდა და სროლა დაიწყო. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. დაღუპულია თავად 14 წლის თავდამსხმელიც, თუმცა უცნობია, იგი პოლიციამ მოკლა თუ თავი მოიკლა.
თურქული მედიის ცნობით, თავდამსხმელის მამა ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მოსწავლემ იარაღი მამისგან აიღო. მათი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს თან ჰქონდა ხუთი ერთეული იარაღი და შვიდი მჭიდი.
















