თურქეთში 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 8 000-ზე მეტი სამართალდამცველი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ დასავლური მედია თურქულ სააგენტოებზე დაყრდნობით იტყობინება.
სამსახურიდან გათავისუფლებულ პირებს შორის არიან პოლიციის 7899 ოფიცერი და ჟანდარმერიის 614 ოფიცერი. ამას გარდა, თანამდებობები დატოვეს რამდენიმე პროვინციის გუბერნატორებმა და ოლქების მმართველებმა.
თურქეთში ამბოხთან დაკავშირებით სულ 6000 ადამიანია დაკავებული. მათ შორის სამხედრო მაღალჩინოსნები, მოსამართლეები და პროკურორები.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) 4 გარდაცვლილი – ნაზარბაევმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა