თურქეთში ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

თურქეთში ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

თურქეთში ჟურნალისტის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღოტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა სირიელი ჟურნალისტისა და დოკუმენტალისტის ნაჯი ალ-ჯერფის მკვლელობაზე, რომელიც თურქეთის ქალაქ გაზიანთებში მოხდა – ამის შესახებ “ალ-ხადასი” იუწყება.
ჟურნალისტი მაყუჩიანი იარაღით იქნა მოკლული კვირას.
ნაჯი ალ-ჯერფი ისლამური სახელმწიფოს დანაშაულებებზე დოკუმენტურ ფილმს აკეთებდა. მანამდე ჟურნალისტმა რამდენიმე ფილმი გამოუშვა ომის შესახებ. გარდა ამისა, ალ-ჯერფი გაზეთ Hentah-ს მთავარი რედაქტორი იყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თურქეთში სირიელ ოპოზიციონერებს კლავენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მოქალაქე პრეზერვატივების ავტომატის გაქურდვის მცდელობისას გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ყოველ წელს ასობით თავისუფლებაშეზღუდულს შეცდომით ათავისუფლებენ