29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თურქეთში, ტრაბზონთან ახლოს დრონი ჩამოვარდა — მედიის ცნობით, ის შესაძლოა უკრაინული იყოს

თურქეთში, ქალაქ ტრაბზონის დასავლეთით მდებარე აჩიკალანის მუნიციპალიტეტში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პირველ ივლისს მოხდა, როდესაც დრონი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მისი ნამსხვრევები საავტომობილო გზაზე დაცვივდა.

ადგილობრივი მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. მათ დრონის ნამსხვრევები ექსპერტიზისთვის უკვე შეაგროვეს. თურქული მედიის ცნობით, საფრენ აპარატს, სავარაუდოდ, დაახლოებით 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა.

ამ ეტაპზე ვრცელდება ვერსია, რომ დრონი, შესაძლოა, უკრაინული წარმოშობის ყოფილიყო, თუმცა ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. თუ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დრონი თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშირეფერენტული ფასი კიდევ 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა
შემდეგი სტატიაგარი გლიტერს არასრულწლოვნის მიმართ 70-იან წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის ახალი ბრალი წარედგინა