თურქეთში ტყის ხანძრებზე პასუხისმგებლობა “ცეცხლის შვილებმა” აიღო

თურქეტში უკვე მეორე კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან, ამ ხნის განმავლობაში წუხელ უკვე მეორე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ექსკავატორის ოპერატორი, იბრაჰიმ დემირია, რომელიც ოდემიშის რაიონში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა.

მანამდე, იმავე რაიონში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 81 წლის საწოლს მიჯაჭვული მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.

დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ცეცხლის შვილებს“ უწოდებს, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მათ პასუხისმგებლობა აიღეს თურქეთის ექვს ქალაქში ათობით ხანძრის განზრახ გაჩენაზე. ჯგუფის მტკიცებით, ისინი დაკავშირებული არიან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK).

გუშინ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ანტალიის პროვინციაში და თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მახლობლად მდებარე ტყიან ადგილებში. ხელისუფლებამ ხანძრის რამდენიმე კერის ლოკალიზება მოახერხა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელთა სამიზნე რუსეთში როსტოვის, სარატოვისა და ვოლგოგრადის ოლქები იყო
შემდეგი სტატია“ტრადიცია” გრძელდება: “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი მოსკოვში ფანჯრიდან “გადავარდა” და დაიღუპა