თურქეთში სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში “პროვოკაციული” პოსტების გამოქვეყნების ბრალდებით 37 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ გუშინ დააკავეს. ის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. მერის დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები დაიწყო.
















