თურქეთში სპეცოპერაციისას 5 ქართველი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება სტამბოლის სხვადასხვა უბანში მოქმედებდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამომძალველებს ხუთ სხვადასხვა შემთხვევას უკავშირებენ. დაკავების ოპერაცია სტამბოლში განხორციელდა.

მედია სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ასევე ცნობილია დაკავებულთა ინიციალები: მიხეილ ჯ, მამუკა ჯ, ტარიელ შ, ემზარ რ. და მალხაზ გ.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი იმყოფება მიუნხენის კლინიკაში. დიაგნოზი არის იშემიური შოკი” – რა ინფორმაციას ფლობს ელისო კილაძე
შემდეგი სტატიამტკვარზე სამძებრო ღონისძიებები დროებით შეწყდა