თურქეთში სირიაში მიმავალი ოთხი ჩეჩენი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურმა მერსინის პროვინციაში ოთხი ჩეჩენი დააკავა, რომლებიც სირიაში მიდიოდნენ – თურქული მედია ავრცელებს.
Haberturk-ის ცნობით, მამაკაცებს ყალბი დოკუმენტები ჰქონდათ და “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებას გეგმავდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცები დააპატიმრეს.
2016 წლის დეკემბერში თურქულმა მედიამ გაავრცელა, რომ სირიაში ტერორისტების წინააღმდეგ საომრად ქვედანაყოფები “დასავლეთი” და “აღმოსავლეთი” წავიდნენ. რამზან კადიროვმა, აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას თქვა, რომ მსგავსი სახელის მქონე სამხედრო შენაერთები ჩეჩნეთში არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტის მომწყობის პიროვნება დადგენილია
შემდეგი სტატიაევროპაში ანომალიური სიცივეა