თურქეთში საუდის მემკვიდრე პრინცთან დაახლოვებული პირების დაკავებაზე ორდერი გასცეს

სტამბოლის სასამართლომ 5 დეკემბერს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდთან დაახლოებულ ორ პირდზე დაკავების ორდერი გასცა, რომლებიც საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან არიან დაკავშირებული.

საუბარია პრინცის უფროს მრჩეველზე საუდ ალ-კატანისა და საერთო დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსზე აჰმედ ალ-ასირიზე. ორივე მათგანი სამსახურიდან დათხოვილია მას შემდეგ, რაც ერ-რიადმა საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი აღიარა -წერს “დოიჩე ველე” .

თურქეთის პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსან ჩინოვნიკებს, რომლებიც მიმდინარე მომენტში საუდის არაბეთში არიან, ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს – თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორდერი მას შემდეგ გაიცა, რაც აღნიშნულ პირთა დანაშაულში მონაწილეობაზე ახალი მტკიცებულებები გაჩნდა.

59 წლის ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი
შემდეგი სტატიაჯორჯ ბუშ-უფროსის დასაფლავებაზე ამერიკის ხუთი პრეზიდენტი შეიკრიბა