თურქეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი დასახლება გონულალანში, ექვსი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

თბილისის დროით 09:39 საათზე დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრემ, პირველადი ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიჭკუას ნუ გვასწავლის ნურც თინა გამყალბებლოვა და ნურც დავით კომუნისტინი – ირმა ინაშვილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას ტრისტან წითელაშვილიც უცხადებს