თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა Milliyet-ი იუწყება, მოკლული 39 წლის მირიან ბოგვარაძეა. მათივე ინფორმაციით, ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
გამოცემის ცნობით, ამავე სახლში აღმოჩენილია მოპარული ნივთები.
მკვლელობა თურქეთის ქალაქ მალათიას ერთ-ერთ რაიონში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია სოფელ ცაიშში