25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს — დაკავებულია ყოფილი პოლიციელი

თურქეთში, ანტალიის აეროპორტის მე-2 ტერმინალის ავტოსადგომზე ტრაგედია დატრიალდა. ყოფილმა  პოლიციელმა  ქართველი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

სააგენტო DHA-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, 2 შვილის დედა კლინიკაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს და ის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

გამოძიების პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილი  ანტალიის აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა. მას ბრალდებულთან 2-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. დადგინდა, რომ ის  ქართველ ქალს სისტემატურად ემუქრებოდა. შემთხვევის დღეს, მას შემდეგ, რაც ქალი  სახლში ვერ იპოვა, მანქანით აეროპორტში მივიდა, ავტომობილიდან იარაღი აიღო და ცეცხლი გაუხსნა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

banner
წინა სტატიაში69 წლის კაცს მაისურზე დატანილი წარწერის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაBBC: ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა