თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი ქალაქ სტამბოლში წლებია ცხოვრობდა. მეგობარმა მისი ცხედარი სახლში იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.
მამაკაცი წარმოშობით კახეთიდან, ყვარლის რაიონიდან იყო. ახლობლებს, ამ ეტაპზე, არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.

ოჯახი, ჯერჯერობით, მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო
შემდეგი სტატიაგენინსპექციამ ელისო კილაძის შვილის საქმეზე მოკვლევა დაიწყო