თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლვილების ევროკავშირში არალეგალურად გადაყვანის მცდელობაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავა. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი თურქეთის – იუწყება Milliyet. თურქული პრესის ინფორმაციით, დაკავებული 37 წლის მამაკაცის სახელი და გვარი მათთვის უცნობია.

თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს 12 სირიელი ლტოლვილი მიკროავტობუსით დანიშნულების ადგილამდე მიჰყავდათ, საიდანაც საბერძნეთის ტერიტორიაზე, როდოსის კუნძულზე არალეგალურად გადასვლაში უნდა დახმარებოდნენ.

ორივე ეჭვმიტანილის საქმეს სასამართლო განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიასაპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს შემდეგ თვეებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ