თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე ათამდე უცხოელი დააკავეს

საქართველოს სალეჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს

1422280892_th_648x364_3507afetqeba-turqetis-qarxanashiთურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე ათამდე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა. მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პრემიერმა დაამატა, რომ 216 სამხედრო, რომლებიც ამბოხებასთან კავშირში არიან, ძებნაშია, მათ შორის 9 გენერალია.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 15-16 ივლისს მოხდა. აღნიშნულ ღამეს ასობით ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით დაშავდა. გამოძიების მსვლელობისას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 60 ათასამდე სამხედრო, ჟურნალისტი, პროფესორ-მასწავლებელი, პოლიციელი დააკავეს, ან სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
დაიხურა 140 მედია-საშუალება.

banner
წინა სტატიაში“ექიმები საზღვრებს მიღმა” სირიის საავადმყოფოზე ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანის გარდაცვალებაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიამსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე მსჯელობს