თურქეთში სამგზავრო ავტობუსი საგზაო ბარიერს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 9 თვის ბავშვი.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დენიზლი-აიდინის საავტომობილო მაგისტრალზე, თირქაზის დასახლების მახლობლად მოხდა. ის ანტალიისკენ მიემართებოდა.
მედიის ცნობით, 33-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო – ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა შორისაა ავტობუსის მძღოლიც.

















