10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა- დაიღუპა 2 ადამიანი

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა.

როგორც თურქული მედია იუწყება, შემთხვევა კოზანის რაიონის სოფელ არსლანლის მახლობლად მოხდა.

სამედიცინო ბრიგადების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

დაშავებული 23 ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანებით კოზანის სახელმწიფო საავადმყოფოში გადააყვანეს.

ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა.

შემთხვევა 20 მარტს მოხდა.

banner
წინა სტატიაშისკოტ ბესენტი: აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონ (იარაჯული) უკრაინელ მორწმუნეებს სამძიმარს უცხადებს