თურქეთში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს

თურქეთის პოლიციამ სახლების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა. როგორც თურქული მედია იუწყება, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ანკარაში პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ჩაატარა, დაკავებულია საქართველოს რვა მოქალაქე. მათ ოთხი სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

ამოღებულია მოპარული ხუთი ათასი ლირა და 50 ათასი ლირის ღირებულების საქონელი, მათ შორის მობილურები, სამკაული და სხვა ძვირფასი ნივთები, ასევე ტექნიკა.

გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები ხშირად იცვლიდნენ გარეგნობას და ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ.

ამჟამად დაკავებულები ციხეში იმყოფებიან. მათ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაში“შმაქსი” ქუთაისშიც გამოჩნდება
შემდეგი სტატიავახტანგ ჭარაია შრომის კოდექსში ცვლილებებზე – მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურმა ეკონომიკურმა პროგრესმა უნდა მოიტანოს და არა მაღალი ხელფასის დაძალებამ