თურქეთში რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოვარდა – (მედია)

თურქეთში რუსული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოვარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ქოჯაელისთან ახლოს მოხდა.

სამინისტროს პირველადი შეფასებებით, დრონი დაზვერვისა და თვალთვალის მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მათივე ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონი მოსახლეობამ აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას. მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, დრონი ჩამოაგდეს, თუ საფრენ აპარატს ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა.

ცნობისთვის, ეს თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში დრონთან დაკავშირებული მეორე ინციდენტია. მანამდე, 16 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვის თავზე უპილოტო დრონი ჩამოაგდეს. თურქეთის ხელისუფლებას არ განუცხადებია, რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა დრონი.

banner
წინა სტატიაშიყულევის ტერმინალი და ბრიტანეთის მოთხოვნა – გადადგამს, თუ, არა „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სარისკო ნაბიჯს საერთაშორისო სანქციების ფონზე?!
შემდეგი სტატია“საქართველო კვლავ ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება” – რა წერია ევროპარლამენტარის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პასუხად გამოუგზავნეს?!