თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, კონია-აქსარაის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას რუსული გამოცემა vesti.ru ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსი ტურისტების ავტობუსი კაბადოკიისკენ მიემართებოდა. ანტალიაში რუსეთის გენერალური საკონსულოს მონაცემებით, ავარიის შედეგად 32 რუსი ტურისტიდან 26 ადამიანი დაშავდა, ხოლო 1 დაიღუპა.

ადგილობრივი სამართალდამცველის თქმით, მძღოლმა მოყინული გზის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსის მართვაზე კონტროლი დაკარგა.

დაშავებული რუსი ტურისტები თურქეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – საქართველოს ელჩის კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული
შემდეგი სტატიაკახეთში მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს