რუსეთის პრეზიდენტს ელჩზე თავდასხმის შესახებ უკვე მოახსენეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს თურქეთში რუსეთის ელჩზე, ანდრეი კარლოვზე თავდასხმის შესახებ უკვე მოახსენეს – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. “პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მოხსენებას მოისმენს” – განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ანკარაში, ერთ-ერთ მუზეუმში სიტყვით გამოსვლისას, უცნობმა პირმა ქაოტურად ატეხა სროლა, რომლის დროსაც თურქეთში რუსეთის ელჩი მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ელჩი თურქეთში მოკლეს
შემდეგი სტატია(video) ანდრეი კარლოვის თავდასხმის პირველი ვიდეოკადრები