თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, პაკისტანის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაზარალებულების სახლში ოთხი ადამიანი შეიჭრა, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგორში, პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა შეეფარდა