თურქეთში ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ათაშეირის დასახლებაში, ქართველი ქალი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, დედას სამი დღე ვერ უკავშირდებოდა და დასახმარებლად მეგობარს დაუკავშირდა.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასუსი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“